მედიცინის ფაკულტეტის, "მედიცინის" ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. წელს მედიცინის ფაკულტეტს ასზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ინდოეთიდან, პაკისტანიდან, თურქეთიდან, აშშ-დან, ფილიპინებიდან, იორდანიიდან, ეგვიპტიდან, სირიიდან, ერაყიდან და სუდანიდან. სტუდენტებს სიტყვით მიმართეს დეკანმა- მაია ბიწკინაშვილმა, დეკანის მოადგილემ- ნატო ფიცხელაურმა და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსმა- მაია მანგოშვილმა. ღონისძიებაზე წარჩინებულ კურსდამთავრებულს სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ.